სპორტის სასახლიდან მარკეტერების, დიზაინერების, PR სპეციალისტების მარში დაიწყო

გამოქვეყნდა:

თბილისში მარკეტერების, დიზაინერების, PR სპეციალისტებისა და შემოქმედებითი ინდუსტრიის წარმომადგენლების მარში დაიწყო. ისინი სპორტის სასახლესთან შეიკრიბნენ, საიდანაც ჯერ საზოგადოებრივი მაუწყებლის, შემდეგ კი პარლამენტის შენობისკენ გადაინაცვლებენ. მსვლელობის დაწყებიდან მალევე, საპოლიციო ძალებმა მარშის მონაწილეებს საავტომობილო გზის გათავისუფლება მოსთხოვეს, რასაც სიტყვიერი შელაპარაკება მოჰყვა. პოლიციის მაღალჩინოსანი ლაშა სალუქვაძე აქციის მონაწილეებს დაჯარიმებით დაემუქრა.

მარშის მონაწილეები საერთო მოთხოვნებს უერთდებიან - გათავისუფლდნენ რეჟიმის პატიმრები და დაინიშნოს ახალი არჩევნები. 

დღეს, პროტესტის 29-ე დღეს დაგეგმილია: 

18:00 საათი - ქართველი გერმანისტები ევროპული მომავლისთვის. თსუ-ის I კორპუსი
18:00 საათი - სომხური და აზერბაიჯანული მარშები. სომხების მარში - ავლაბრის მეტროდან პარლამენტამდე
აზერბაიჯანელების მარში - ჰეიდარ ალიევის პარკიდან (აბანოთუბანი) პარლამენტამდე
19:00 საათი - სპორტსმენები ძალადობის წინააღმდეგ! პირველი რესპუბლიკის მოედნიდან პარლამენტამდე
19:00 საათი - პირველი ექსპერიმენტული სკოლის მარში. თსუ-ის I კორპუსი
19:00 საათი - პირველი კლასიკური გიმნაზიის მარში. თსუ-ის I კორპუსი
19:00 საათი - მეექვსე სკოლელების მარში. ფილარმონიიდან პარლამენტამდე
19:00 საათი - ბათუმელების მსვლელობა თბილისში. ბუკიას ბაღი
19:00 საათი - ყოველდღიური აქცია პარლამენტთან
19:00 საათი - დღის ეთერი ხალხს! საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობა, კოსტავას 68
20:00 საათი - სასულიერო პირების შვილების მარში. ევროპის მოედანი

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი