დღეს რომ იყოს ჩვენს ქვეყანაში პარტიული დაპირისპირება, რა თქმა უნდა, მე ხმას არ ამოვიღებდი, რადგან ჩემთვის, როგორც მღვდლისთვის, სულ ერთია რომელი პარტია იქნება მმართველი. არც ერთ პარტიასთან არ ვყოფილვარ და არც ვიქნები მომავალში, მაგრამ დღეს არ არის ეს პარტიული დაპირისპირება, ორ ან სამ პარტიას შორის დაპირისპირება, არამედ ეს არის უკვე მმართველ პარტიასა და ხალხს შორის დაპირისპირება და უფრო მეტს გეტყვით, არა აწმყო ხალხს შორის, არამედ ჩვენ წარსულ, აწმყო და მომავალს შორის. ხვალ რომ დაიბადება იმ ბავშვის მიმართებაშიც არის წინააღმდეგობა და ბრძოლა, რადგან ჩვენ სისხლში გვაქვს გამჯდარი, რომ რუსეთი მუდმივად გვჩაგრავს და მისგან გაქცევა და თავისუფლება ეს ჩვენი სურვილია, ეს ჩვენი წყურვილია, ეს ჩვენი მისწრაფებაა რადგან ჩვენ ვართ თავისუფლებისმოყვარე ერი.
კომუნისტებმა თავის დროზე დაწერეს კანონები და განუცხადეს ხალხს და ხალხმა არ მიიღო, არ მოეწონა და ის კი არ თქვეს, რომ კანონი არ ვარგაო, არამედ ხალხი არ ვარგაო, ხალხი დახოცეს. დღესაც იგივე ხდება. არჩევნებამდე ამბობენ, რომ ღირსებით შევდივართ ევროპაში, არჩევნების მერე ჩვენ არ მივდივართ ევროპაში. ეს ტყუილია, მოატყუეს ხო? გზა შეცვალეს. ეს გზა არ არის არც ამ მთავრობის არჩეული, არც წინა მთავრობის არჩეული და არც ამ 30 წლის მანძილზე არჩეული არაა, ეს ჩვენი გენეტიკის არჩევანია, ეს ჩვენი წინაპრების არჩევანია. ამიტომ, აქ მღვდლის დადუმება შეუძლებელია...
მე ვამბობ, რომ დღეს, ვინც ქუჩაში დგას, დიდი თუ პატარა, მართალია იმიტომ რომ ისინი იცავენ ჩვენი ქვეყნის მომავალს. ქრისტემ თქვა- მე ვარ გზა, მე ვარ ჭეშმარიტება, მე ვარ სიცოცხლე. ეს სწორ გზაზე დგომას ნიშნავს და ნიშნავს ამით სიცოცხლეს და სად არის მაშინ ქრისტე დღეს? იქ არის სადაც მართალ გზაზე დგანან და პირდაპირი მნიშვნელობით გზაზე დგანან და სადაც ქვეყანას იცავენ ამ ყინვაში, ამ მარხვაში. ზოგიერთმა ისიც თქვა, რომ ამ მარხვაში რა დროს მიტინგებიაო და ჰგონიათ, რომ მარხვა ლობიოს ჭამაა. მარხვა ზუსტად ამის გაძლებაა, ამ უბედურების გაძლებაა, ამ ბრძოლაში შესვლაა და არა ლობიოს შეჭამ, თუ ხორცს. ამიტომ შეეწიოს ღმერთი ყველა სიმართლისთვის მებრძოლ ხალხს და გონს მოიყვანოს ყველა, ვინც ქართულ არჩევანს არა ჩვენს, არამედ მთლიან ქართულ არჩევანს გადაუხვია. გონს მოიყვანოს და დააყენოს სწორ გზაზე. ერისთვის დათმობა არ არის წაგება, ერს როცა დაუთმობ, მაშინ შენ მოგებული ხარ და ერს როცა არ დაუთმობ და დახოცავ, მაშინ მოგებულიც წაგებული ხარ არათუ აქ, არამედ საუკუნოდ"
თქვა არქიმანდრიტმა დოროთე ყურაშვილმა ქადაგებისას.