უწყვეტი პროტესტის 29-ე დღეს თბილისში გერმანისტების მარში იმართება. აქციის მონაწილეები ამ დროისთვის, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველ კორპუსთან იკრიბებიან და მსვლელობით რუსთაველის გამზირზე აპირებენ მისვლას.
გერმანისტები ხელახალი არჩევნების დანიშვნას და უკანონოდ დაკავებული აქტივისტების გათავისუფლებას ითხოვენ.
"დღეს სიჩუმე არ შეიძლება. დღეს ყველამ უნდა ამოვიღოთ ხმა, განსაკუთრებით ჩვენ, ჩვენში ვგულისხმობ დღეს ვინც ვართ აქ წარმოდგენილები, ადამიანები,ვისაც რაიმე უცხოურთან მინიმალური შეხება მაინც გვქონია, განსხვავებით რუსულისგან, ამ შემთხვევაში..." - განაცხადა აქციის მონაწილემ.