განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ოპერატიული დაგეგმვის სამმართველოს ყოფილმა უფროსმა, ირაკლი შაიშმელაშვილმა ქვეყანა ოჯახთან ერთად დატოვა. ამის შესახებ ის ინფორმაციას სოციალურ ქსელში ავრცელებს და საქართველოს პრეზიდენტსა და აშშ-ის საელჩოს მადლობას უხდის.
"ამ ეტაპზე მინდა შემოვიფარგლო მხოლოდ მადლობით. გიორგი ჩიკვაიძე, სალომე ზურაბიშვილი, აშშ-ის საელჩო.
განსაკუთრებული მადლობა იმ უცხო ადამიანებს, რომლებმაც წარმოუდგენელი მხარდაჭერა და სიყვარული გამოხატეს. იმედი მაქვს, რომ მომეცემა შესაძლებლობა ეს პატივისცემა ღირსეულად გადავიხადო.
P.S. მალე დაგიბრუნდებით," - წერს ირაკლი შაიშმელაშვილი.
შეგახსენებთ, რომ ირაკლი შაიშმელაშვილმა 4 დეკემბერს თანამდებობა დატოვა.