საზოგადოებაპროტესტის 30-ე დღე | თბილისში დაგეგმილი აქციების განრიგიგამოქვეყნდა: პარასკევი, 27 დეკემბერი, 2024 - 00:53
დღეს, 27 დეკემბერს უწყვეტი პროტესტის 30-ე დღეა. დღის განმავლობაში, დაგეგმილია საპროტესტო მარშები დედაქალაქის სხვადასხვა ლოკაციიდან. განრიგი ასეთია: 13:00 - გაფიცვა; 13:00 - IT/TECH პროტესტი - რესპუბლიკის მოედანი; 14:00 - შემოქმედების მარში თავისუფლებისთვის - ვაკის პარკი; 15:00 - სანამ რეჟიმი ყველას გაგვყინავს - გაყინე სესხი! - ახალი თეატრი (ყოფილი "რკინიგზელთა სახლი"); 15:00 - ეკო ტრანსპორტის მსვლელობა თბილისი - რესპუბლიკის მოედანი, ბათუმი - ევროპის მოედანი, ქუთაისი - მესხიშვილის თეატრი; 17:00 - შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა მარში - რესპუბლიკის მოედანი; 18:00 - მომავალი ჟურნალისტების მარში - საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობა (კოსტავას 68); 19:00 - დღის ეთერი ხალხს! - საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობა (კოსტავას 68); 19:00 - ფსიქოლოგების მარში - ილიაუნის A კორპუსი (ჭავჭავაძის 32); 19:00 - მუსიკოსების მარში - ფილარმონია; 19:00 - გერმანიაში კურსდამთავრებულთა მარში - გერმანიის საელჩო; 20:00 - მწვანე სკოლის კურსდამთავრებულთა მარში - ფილარმონია; 20:00 - მარში საინგილოდან, ისტორიული ჰერეთიდან - ფილარმონია; 22:00 - პარაკლისი უდანაშაულო პატიმრებისა და მათი ოჯახებისთვის - ილიას და აკაკის ძეგლი. 19:00 საათი - ყოველდღიური აქცია პარლამენტთან