საპატრულო პოლიციის ერთიანი მომსახურების ცენტრები და საინფორმაციო ქოლცენტრი 1-დან 12 იანვრის ჩათვლით არ იმუშავებს

გამოქვეყნდა:

ახალი წლის დღესასწაულის გამო გამოცხადებულ უქმე დღეებთან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ერთიანი მომსახურების თბილისის, მცხეთის, რუსთავის, გორის და ბათუმის სერვისცენტრები, ასევე, საინფორმაციო ქოლცენტრი 2025 წლის 1-12 იანვარს არ იმუშავებენ.  ხოლო  13 იანვრიდან  ცენტრი  მუშაობას ჩვეულ რეჟიმში განაახლებს. ინფორმაციას ამის შესახებ შსს ავრცელებს.

უწყების ცნობით, იმ შემთხვევაში, თუ საპატრულო პოლიციის მიერ შედგენილი ადმინისტრაციული ჯარიმის გასაჩივრების ბოლო დღე დაემთხვევა უქმე დღეს, მოქალაქეს შესაძლებლობა ექნება გასაჩივრების ვადით ისარგებლოს ბოლო უქმე დღის მომდევნო (პირველივე) სამუშაო დღეს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი