გაფიცვის მესამე დღე | აგარის შაქრის ქარხნის დირექტორი თანამშრომლებს შეხვედრას დაპირდა

გამოქვეყნდა:

აგარის შაქრის ქარხნის თანამშრომლები მესამე დღეა გაფიცულები არიან, ისინი დღეს გზის გადაკეტვასაც აპირებდნენ, თუმცა ცოტა ხნის წინ, ადმინისტრაციისგან მიიღეს დაპირება, რომ დღეს ქარხნის დირექტორი, ალხან ალიზადა შეხვდებათ. გაფიცულების თქმით, თუ დირექტორი არ დათანხმდებათ მოთხოვნების შესრულებას, გზას მერე გადაკეტავენ. ქარხნის 450-მდე თანამშრომელი, რომლებიც ისედაც მიზერულ ანაზღაურებაზე მუშაობენ, ფინანსური დავალიანების გასტუმრებასა და სამუშაო პირობების გაუმჯობესებას ითხოვენ.

აგარის შაქრის ქარხნის თანამშრომლები  წელიწადში 6-7თვე მუშაობენ,  დანარჩენი თვეების საკომპენსაციოდ კი წლის ბოლს დამატებით ერთი თვის ხელფასს იღებდნენ, რაზეც ახლა დირექციამ უარი უთხრათ. გაფიცვაც სწორედ ამას მოჰყვა. 
 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი