აგარის ქარხნის დირექციამ გაფიცულების მოთხოვნები არ დააკმაყოფილა | თანამშრომლები მხოლოდ 2 ტომარა შაქარს მიიღებენ

გამოქვეყნდა:

აგარის შაქრის ქარხნის დირექციამ გაფიცული თანამშრომლების მოთხოვნები არ დააკმაყოფილა.  

ცოტა ხნის წინ, ქარხნის დირექტორი რამდენიმე თანამშრომელს შეხვდა და უთხრა, რომ კომპანიისაგან ისინი მხოლოდ 2 ტომარა შაქარს მიიღებენ. 

გადაწყვეტილებას გაფიცულები პროტესტით შეხვდნენ, ისინი ქარხნის ბლოკირებას განაგრძობენ და ამბობენ, რომ საწარმოდან ტრაილერებს შაქრის გამოტანის საშუალებას არ მისცემენ. 

აგარაში პროტესტი მესამე დღეა გრძელდება, გაფიცულების მოთხოვნა სამუშაო პირობების გაუმჯობესება და იმ ფინანსური ვალდებულების გასტუმრებაა, რომელიც მათ წინაშე დირექციას აქვს აღებული.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი