თბილისის მერია რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციას გეგმავს | სამუშაოების ხანგრძლივობა 3 თვეა

გამოქვეყნდა:

თბილისის მერია, რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციას გეგმავს. შესაბამისი 3 ტენდერი 24 დეკემბერს გამოცხადდა. წინადადებების მიღება 9 იანვარს დაიწყება და 14 იანვარს დასრულდება. 

სარეაბილიტაციო მონაკვეთი 4 ნაწილადაა გაყოფილი   თ. ჭოველიძის ქუჩიდან მ/ს „რუსთაველი“-მდე,  მ/ს „რუსთაველი“-დან ალ; ჭავჭავაძის ქუჩამდე,  ალ; ჭავჭავაძის ქუჩიდან ზ. ჭიჭინაძის ქუჩის ჩათვლით. ზ. ჭიჭინაძის ქუჩიდან თავისუფლების მოედნამდე.

შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 4 382 808, 8 464 123. 8 781 045 და 6 812 435 ლარია. სამუშაოების წარმოების ვადად 90 დღეა მითითებული. საგარანტიო ვადად კი 3 წელი.

რეაბილიტაციისას უნდა მოხდეს არსებულ მონაკვეთებზე არსებული ლითონის მოაჯირების და სკამების დემონტაჟი, არსებული ბეტონის საფარის მოხსნა. ველობილიკზე მოხვედრილი ჭების გადატანა სავალ ნაწილზე, ახალი ჭების მოწყობა, ასფალტბეტონის საფარის მოწყობა, ტროტუარის მოწყობა, ბორდიურების მოწყობა, სანიაღვრე ქსელის მოწყობა, სანიაღვრე ჭების და ცხაურების მოწყობა, არსებული საკომუნიკაციო ჭების რეაბილიტაცია, არსებული თბოქსელის დემონტაჟი, მიწისქვეშა გადასასვლელებზე ჰიდროიზოლაციის მოწყობა, ველობილიკის მოწყობა და ა.შ.

პრეტენდენტს 2022 წლის 01 იანვრიდან უნდა გააჩნდეს არანაკლებ შესყიდვის სავარაუდო ღირებულების 225%-ის ღირებულების გზ(ებ)ის მშენებლობის ან/და კაპიტალური შეკეთების სამუშაოების შესრულების გამოცდილება.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი