საქართველოსა და ევროკავშირის დროშებით გაფორმებული ველოსიპედებით ევროინტეგრაციის მომხრეები ქალაქის ცენტრალურ მოედანზე შეიკრიბნენ და ქუთაისის ქუჩებში მსვლელობა მოაწყვეს.
“ვითხოვთ ევროინტეგრაციას, ჩვენი მომავალი ევროპაშია, ამ დევიზით და ამ მოწოდებით ქუთაისის ქუჩებში მსვლელობა მოვაწყვეთ და ადგილობრივებს დღეს საღამოს ტრადიციულ აქციაზე შემოერთებისკენ მოვუწოდებთ”, – ამბობს აქციის ერთ-ერთი მონაწილე.