"სასამართლო არ არის დამოუკიდებელი. ამ ქვეყანაში ამ ხელისუფლებით არავინ არაა დაცული" | UFC-ის მებრძოლი ლიანა ჯოჯუა მამის უკანონო დაპატიმრების დეტალებს ჰყვება

გამოქვეყნდა:

"სასამართლო არ არის დამოუკიდებელი. ამ ქვეყანაში ამ ხელისუფლებით არავინ არაა დაცული," - UFC-ის "მებრძოლთა კუნძულის" პირველი ქალი გამარჯვებული, ლიანა ჯოჯუა, სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და წერს, რომ მამამისი გელა ჯოჯუა ოლიგარქის სასამართლომ უკანონოდ დააპატიმრა.

ლიანა ჯოჯუას თქმით, მამამისი თურქეთში 4 წლიანი ცხოვრების შემდეგ დაადეპორტირეს და დააპატიმრეს. 9 თვიანი უსამართლო პატიმრობისა და მრავალი მუქარის შემდეგ, ის მოსამართლეს სთხოვდა - სასამართლოს შეურაცხყოფის ბრალდებით 6 თვე დამატებით დაეტოვებინათ ციხეში, თუმცა მოსამართლე ჯინჯოლიამ გაათავისუფლა. ხოლო გათავისუფლებიდან 5 დღეში მუქარა აუსრულეს და იარაღი და განსაკუთრებით დიდი რაოდენობით კოკაინი "ჩაუდეს". 

"ჩემი მამა გელა ჯოჯუა თურქეთში 4 წლიანი ცხოვრების შემდეგ საქართველოში დაადეპორტეს საპასპორტო რეჟიმის დარღვევის გამო, როგორც საქართველოს მოქალაქე და დაიწყო პირველი უკანონობა. თბილისის აეროპორტში თითქმის ერთი კვირა ჰყავდათ უკანონოდ დაკავებული, იძულებულს მხდიდნენ ამეღო ბილეთები სხვადასხვა ქვეყანაში რომ წამეყვანა. რამდენჯერმე ცდისა და აეროპორტში ცხოვრებისა იგი დააპატიმრეს!

9 თვის განმავლობაში იყო ძალიან დიდი ზეწოლა იმაზე, რომ მას შეეცვალა გვარი და დაეტოვებინა საქართველო რაზედაც მან კატეგორიული უარი განაცხადა! დაემუქრნენ ჯერ იარაღის და შემდეგ ნარკოტიკების ჩადებით, რომ დაალპობდნენ ციხეში!!! 9 თვიანი უსამართლო პატიმრობის შემდეგ ბოლო სიტყვით მოსამართლეს მიმართა, რომ მას დაიჭერდნენ გასვლისთანავე იარაღის ან ნარკოტიკის შენახვის ბრალდებით, ამიტომ ჯობდა სასამართლოს შეურაცხყოფის ბრალდებით 6 თვე დამატებით მიესაჯათ. მოსამართლე ჯინჯოლიამ იგი მაინც გაათავისუფლა და 5 დღეში დანაპირები აუსრულეს: იარაღი და განსაკუთრებით დიდი რაოდენობით კოკაინი ისე გაუფორმეს რომ თვალითაც არ უნახია! გადაღების საშუალება თურმე არ ჰქონდათ, ტელეფონები გაუფუჭდათ. ერთი სიტყვით ბრძოლა გრძელდება სამართლებრივ სივრცეში… არ მეგონა რომ ჩემს ქვეყანაში ე.წ "ჩადებები" კიდევ ხდებოდა, სასამართლო არ არის დამოუკიდებელი. ამ ქვეყანაში ამ ხელისუფლებით არავინ არაა დაცული," - წერს ლიანა ჯოჯუა.

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი