28 დეკემბერს, შაბათს საქართველოში წვიმა და თოვლია მოსალოდნელი.
Meteo.gov.ge-ის თანახმად, დასავლეთ საქართველოში დროგამოშვებით ღრუბლიანობა მოიმატებს. უმეტეს რაიონში წვიმა, მთაში თოვლჭყაპი, დღისით ზოგან ძლიერი. დასავლეთის ქარი 10-15მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დაბლობში დღისით +7, +12°; მთაში დღისით 0, +5°; მაღალმთაში დღისით -3, +2°.
აღმოსავლეთ საქართველოში - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტეს რაიონში ნალექი, მთაში თოვლის სახით, ზოგან შესაძლებელია ძლიერი და ნისლი. დასავლეთის ქარი 10-15 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: ბარში დღისით +3, +8°; მთაში დღისით +1, +6°; მაღალმთაში დღისით -3, +2° .
თბილისში ღრუბლიანობის მომატება და ნისლია მოსალოდნელი, ტემპერატურა +7.°