"სამეგრელო ყოველთვის იდგა, დგას და იდგება ევროპული ღირებულებების ჯაჭვში" | წალენჯიხის მოსახლეობა ერთობის ჯაჭვს უერთდება

გამოქვეყნდა:

წალენჯიხის მოსახლეობა ერთობის ჯაჭვს ზუგდიდში, ქალაქის ცენტრში შეუერთდება. მანამდე მათ წალენჯიხაში მსვლელობა მოაწყვეს და შეძახილებით თანამოქალაქეებს მოუწოდებენ, რომ ცოცხალ ჯაჭვს შეუერთდნენ.

აქციის მონაწილეების მოთხოვნები უცვლელია - დაინიშნოს ხელახალი არჩევნები და გათავისუფლდნენ უკანონოდ დაპატიმრებული ადამიანები.

"წალენჯიხა არის ერთადერთი გამორჩეული ოპოზიციური მუნიციპალიტეტი, რომელმაც გამარჯვება მოიტანა, რომელიც იქნება გადამდები და ჩვენ ვაჩვენეთ, რომ ჩვენ ყოველთვის დავდგებით ხალხის მხარეს, გამომდინარე იქიდან, რომ ხალხმა გააკეთა ეს არჩევანი. ამიტომ, რა თქმა უნდა, ახალი არჩევნები, ეს არის გადაუდებელი და პოლიტპატიმრების თავისუფლება. რაც ყველაზე მთავარია, სამეგრელო ყოველთვის იდგა, დგას და იდგება ევროპული ღირებულებების ჯაჭვში," - განაცხადა წალენჯიხის მერის მოადგილემ, თამარ ბელქანიამ.

ავტორი: ემა გოგოხია

მთავარი შაბათს | 28.12.2024
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი