ერთობის ჯაჭვს ქუთაისის მოსახლეობაც უერთდება. ქუთაისელები ჯაჭვს წითელ და რუსთაველის ხიდებს შორის შეკრავენ. ადგილზე შეკრებილები არიან სამოქალაქო აქტივისტები, სტუდენტები, სკოლის მოსწავლეები და სხვადასხვა პროფესიის წარმომადგენლები.
"დღევანდელი დღით ჩვენ გამოვხატავთ ერთიანობას ამ ცოცხალი ჯაჭვით. ამ ერთიანობით ასე ხელი-ხელ ჩაკიდებული უნდა შევიდეთ ჩვენ ევროპაში აუცილებლად, ეს აუცილებელი მოთხოვნა არის ჩვენი მხრიდან. სოლიდარობას გამოვხატავთ თბილისსა და სხვადასხვა ქალაქებში ყველას მიმართ, ვინც დღეს ცოცხალ ჯაჭვში ჩადგება. ჩვენი მთავარი მიზანია, რომ ასე ხელი-ხელ ჩაკიდებულებმა ვიაროთ ევროპისკენ," - განაცხადა "კოალიცია ცვლილებისთვის" წევრმა და სამოქალაქო აქტივისტმა იმედა ონიანმა.