საქართველო დღეს ერთობის ჯაჭვში ხელიხელ ჩაკიდებული ჩადგა. საქართველოსთვის, მისი ევროპული მომავლისთვის, ახალი არჩევნების ჩატარებისა და უკანონოდ დაკავებულების გათავისუფლების მოთხოვნით მოქალაქეებმა მთელ საქართველოში გამოხატეს პროტესტი.
მეტეხის ხიდი, მშვიდობის ხიდი, ბარათაშვილის ხიდი, თამარ მეფის ხიდი, ზაარბრუკენის მოედანი და მშრალი ხიდი, გალაკტიონ ტაბიძის ხიდი და ვახუშტის ხიდი. ქართველმა ხალხმა დღეს კიდევ ერთხელ უთხრა ოლიგარქს რომ მათი არჩევანი არა იზოლაცია, არამედ ევროპა და ცივილური სამყაროა. ერთობის ჯაჭვში მოქალაქეებთან იდგა დღეს საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები, პოლიტიკოსები და სამოქალაქო აქტივისტები.
ერთობის ჯაჭვი შეიკრა ბათუმში, ქუთაისში, ხაშურში, ზუგდიდში, წალენჯიხაში, ფოთში, გორში, რუსთავსა და თელავში.
ავტორი: ზურა პეტროსიანი