სპორტსმენების მარში ძალადობის წინააღმდეგ - რესპუბლიკის მოედანზე სპორტსმენები და სპორტის ქომაგები იკრიბებიან, ისინი აქცია-მსვლელობით რუსთაველის გამზირზე პარლამენტთან შეკრებილ ადამიანებს შეუერთდებიან. მათი მოთხოვნა უცვლელია - დაინიშნოს ხელახალი არჩევნები და გათავისუფლდნენ რეჟიმის პატიმრები.
"მესიჯები ძალიან მარტივია - ხელახალი არჩევნები და ის უდანაშაულო ხალხი, რომელიც დაჭერილია და ასეთი სასჯელი ემუქრებათ, მათი გათავისუფლება. ძალიან მარტივი მესიჯებია, ვისაც ეს არ ესმის ჩემი აზრით, უბრალოდ არ უნდათ, რომ გაიგონ, ეგაა პრობლემა.
აქ ვიდგებით მანამდე სანამ საჭირო იქნება იმიტომ, რომ აქ დგომით არ ხდება რაღაც მარტივი პრობლემის გადაჭრა. აქ დგომით ჩვენ მომავალს, ჩვენი შვილების მომავალს და ქართველი ხალხის მომავალს უკეთესობისკენ ვცვლით და აქ მდგომი ყველა ამაში დარწმუნებულია..." - განაცხადა ეროვნული ნაკრების მორაგბემ, სოსო მათიაშვილმა.