საერთაშორისო მნიშვნელობის ახალქალაქი-კარწახის საავტომობილო გზაზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია. ინფორმაციას ამის შესახებ საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.
ახალქალაქი-კარწახის საავტომობილო გზაზე შეზღუდვები გასულ ღამეს დაწესდა რთული მეტეოროლოგიური პირობების (ძლიერი თოვა, ქარბუქი) გამო.