"ვადგენთ რუსთაველის გამზირზე აქციის დროს დაკავებულ პირთა ადგილსამყოფელს" | ომბუდსმენი

გამოქვეყნდა:

საქართველოს სახალხო დამცველის განცხადებით, აპარატის თანამშრომლები რუსთაველის გამზირზე, აქციის მიმდინარეობისას, ოლიგარქის პოლიციის მიერ ყველა დაკავებული პირის ადგილსამყოფელს ადგენენ. 

"სახალხო დამცველის აპარატის თანამშრომლები ადგენენ რუსთაველის გამზირზე აქციის დროს დაკავებულ პირთა ადგილსამყოფელს და მოინახულებენ ყველა იმ პირს, რომელიც გადაყვანილი იქნება დროებითი მოთავსების იზოლატორებში.

სახალხო დამცველის აპარატი პროაქტიულ რეჟიმში აკვირდება აქციების მიმდინარეობას, მოქმედებს ცხელი ხაზი 1481.

სახალხო დამცველის აპარატი დაკავებულ პირთა შესახებ ინფორმაციას საზოგადოებას მოგვიანებით მიაწვდის," - წერია განცხადებაში. 

ფოტო: გიორგი ენუქიძე

მთავარი 21:00 II ნაწილი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი