"მილიონობით ადამიანმა ნახა საშინელი ვიდეოები, სადაც მომიტინგეები სცემეს - ეჭვი მაქვს, რომ საქართველოში რუსეთის უსაფრთხოებისა და დაზვერვის ძალები არიან, რომლებიც ჩართული არიან ამაში" | ჰოჯესი

გამოქვეყნდა:

"რუსებს ნამდვილად არ ადარდებთ საერთაშორისო კანონი, ან სუვერენიტეტი, მათ ეს ნათლად დაგვანახეს. მათ უკვე წლებია ოკუპირებული აქვთ საქართველოს 20%. სულ ახლახან აზერბაიჯანის ავიახაზების თვითმფრინავი ჩამოაგდეს და უდანაშაულო ხალხი დახოცეს. ეს არაა პირველი შემთხვევა, როდესაც რუსეთი კომერციულ თვითმფრინავს აგდებს და დიდი ალბათობით, ამაზეც პასუხს დიპლომატიური, თუ ეკონომიკური მიმართულებით, არ აგებენ და მათ ეს იციან. ასე რომ დიახ, ვფიქრობ, რომ ამის საფრთხე არსებობს, განსაკუთრებით ახლა.

ჩანს, რომ "ქართული ოცნების" ხელისუფლება თანამონაწილეა რუსული გავლენის ნების დართვაში. მილიონობით ადამიანმა ნახა საშინელი ვიდეოები, სადაც მომიტინგეები საშინლად სცემეს. დარწმუნებული ვარ, რომ უსაფრთხოების ძალების ყველა წარმომადგენელი, რომლებიც ამ საქმეში მონაწილეობდნენ, არ იყო ქართველი. [გამოყენებული] ტაქტიკა ნამდვილად რუსულია. ეჭვი მაქვს, რომ [საქართველოში] რუსეთის უსაფრთხოებისა და დაზვერვის ძალები არიან, რომლებიც ჩართული არიან ამაში.

ისინი ნამდვილი ლაჩრები არიან - უსაფრთხოების ძალები მთლიანად შავებში ჩაცმულები, სახეები კი შავი ნიღბებით დაფარული. ამას აკეთებენ, რადგან იციან, რომ რასაც ჩადიან სისასტიკეა. ეს მიუღებელია! მათ აუცილებლად უნდა აგონ პასუხი. მთავრობის პასუხისმგებლობისთვის დაკისრების მნიშვნელოვანი ნაწილი გამჭვირვალობაა - აუცილებლად უნდა გამოვლინდეს ვინ არის თითოეული მათგანი, ვინც ახალგაზრდებს, ქალებს, მოხუცებს, დემონსტრანტებს სცემდა. ყველას ვინაობა უნდა გაჟღერდეს".

განაცხადა ამერიკელმა გენერალმა, ბენ ჰოჯესმა "ამერიკის ხმასთან" ინტერვიუში

მთავარი 21:00 II ნაწილი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი