"ოცნების" მარიონეტული რეჟიმის დღევანდელი ე.წ. ფიცის დადება დემოკრატიის შეურაცხყოფაა. ერთადერთ ლეგიტიმურ პრეზიდენტად რჩება სალომე ზურაბიშვილი", - ამის შესახებ სოციალურ ქსელში ლატვიელი ევროპარლამენტარი, რიჰარდს კოლსი წერს.
"მასობრივი საპროტესტო აქციის 32-ე დღე საქართველოში. ძალადობრივი დარბევის მიუხედავად აქციები გრძელდება. "ქართული ოცნების" მარიონეტული რეჟიმის დღევანდელი ეგრეთ წოდებული ფიცის დადება დემოკრატიის შეურაცხყოფაა.
საქართველოს ერთადერთ ლეგიტიმურ პრეზიდენტად რჩება სალომე ზურაბიშვილი - ლიდერი, რომელიც დგას თავის ხალხთან და არა მათ წინააღმდეგ.
რა უნდა გააკეთოს ევროკავშირმა:
- ამ არალეგიტიმური რეჟიმის არაღიარება;
- არავითარი ხელის ჩამორთმევა და ლეგიტიმაცია;
- ზურაბიშვილის ლეგიტიმურ პრეზიდენტად აღიარება;
- სანქციები ივანიშვილსა და "ქართული ოცნების" მაღალჩინოსნებს.
32 დღეა ქართველები სიმამაცეს და გამძლეობას იჩენენ. ევროპა მათ გვერდით უნდა დადგეს," - წერს კოლსი.