ხელოვანები რეჟიმის პატიმრების დასახმარებლად | საქველმოქმედო აუქციონი

გამოქვეყნდა:

ხელოვანები რეჟიმის პატიმრების დასახმარებლად - არასამთავრობო ორგანიზაცია "ვეგან ჯორჯიას" ინიციატივით ხელოვანები, რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქციების მიმდინარეობისას დაზარალებული ადამიანებისა და რეჟიმის პატიმრების დასახმარებლად, საქველმოქმედო აუქციონს მართავენ. 

ხელოვანები ანტონ ფურცელაძის 28 ნომერში, თავიანთ ხელნაკეთ ნივთებსა და ნახატებს ყიდიან. მათი თქმით, თანხა სრულიად გადაირიცხება ნანუკა ჟორჟოლიანის ფონდში, რისი მეშვეობითაც შეძლებენ სასტიკად ნაცემი და დაკავებული აქტივისტების დახმარებას. 

"ჩვენ მოგვივიდა იდეა, რომ ჩაგვეტარებინა ხელოვნების საქველმოქმედო აუქციონი, საიდან შემოსული თანხაც სრულად გადაირიცხება სოლიდარობისთვის ფონდში, იმ ადამიანებისთვის, ვინც რეჟიმის პატიმრები არიან და ვინც პროტესტის დროს დაზარალდნენ...

ჩვენ ვფიქრობთ, რომ ხელოვნება არის ძალიან ძლიერი იარაღი თავისუფლებისთვის ბრძოლისთვის და ხელოვნებას და შემოქმედებითობას მხოლოდ მაშინ აქვს აზრი, როდესაც ის ემსახურება ისეთ უმაღლეს იდეალს როგორიცაა თავისუფლებისთვის ბრძოლა," - განაცხადა "ვეგან ჯორჯიას" წარმომადგენელმა. 

მთავარი 21:00 II ნაწილი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი