პროტესტის ბოლო 1 თვე | ევროინტეგრაციის მხარდამჭერები ახალ წელს რუსთაველის გამზირზე შეხვდებიან

გამოქვეყნდა:

ბოლო ერთი თვეა პროტესტი არ წყდება - თბილისსა თუ რეგიონებში, მოქალაქეები ახალ არჩევნებს ითხოვენ, რომელიც სამართლიან და თავისუფალ პირობებში უნდა ჩატარდეს და ითხოვენ იმ პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლებასაც, რომელიც ივანიშვილის რეჟიმს მძევლებად ჰყავს აყვანილი. 

დედაქალაქში, რუსთაველის გამზირზე უკვე ერთი თვეა პროტესტი არ წყდება, ვერც დაშინებამ, ვერც შანტაჟმა, ვერც დაპატიმრებების სერიამ, ვერც ტიტუშკებმა და ვერც საკუთარი მოქალაქეების აბუჩად აგდებამ ხალხი ვერ გატეხა. ასე იქნება 31 დეკემბერსაც, როცა თავისუფლების სადარაჯოზე გამოსული მოქალაქეები ახალ წელს არაორდინალურ ვითარებაში შეხვდებიან.

მთავარი 21:00 II ნაწილი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი