მეამბოხე ხელოვანების პასუხი ავტორიტარულ რეჟიმს | ეთერ ჭკადუას გამოფენა

გამოქვეყნდა:

დიდი ხანია "ქართული ოცნება" მიზანმიმართულად ცდილობს გაანადგუროს თავისუფალი აზროვნება,  შეუზღუდოს სივრცეები თავისუფალ ადამიანებს და განსაკუთრებით მონდომებით ცდილობს მარწუხებში ხელოვნება მოაქციოს. თუმცა მეამბოხე ხელოვანებმა ამ კვირაში ავტორიტარულ რეჟიმს პასუხი უჩვეულო ფორმით გასცეს. 

ქოცრეალიზიმი - ასე ჰქვია გამოფენას, რომელსაც ახლად გახსნილი ხელოვნების სივრცე "ამარკორდი" მასპინძლობს და რომელმაც თავი მოუყარა პროტესტის თემაზე შექმნილი ფერწერულ და გრაფიკულ ნამუშევრებსა და სხვადასხვა ინსტალაციებს. იდეის ავტორი და კურატორი ამერიკაში მოღვაწე ცნობილი ქართველი მხატვარი ეთერ ჭკადუაა. ამ გამოფენით კი მეამბოხე მხატვრებმა საკუთარი პროტესტი კიდევ ერთხელ გამოხატეს არალეგიტიმური და მოძალადე ხელისუფლების მიმართ, რომელიც ღიად შეუდგა ავტორიტარიზმის მშენებლობას.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი