ქუთაისში ევროინტეგრაციის მომხრეების აქციები გრძელდება.
პროტესტის 32-ე დღეს ქუთაისელები ისევ ხელახალ არჩევნებს და აქციებზე უკანონოდ დაკავებულთა გათავისუფლებას მოითხოვენ.
შეკრებილები მიხეილ ყაველაშვილის "ინაუგურაციის" ცერემონიასაც გამოეხმაურნენ და განაცხადეს, რომ ქვეყნის ერთადერთ ლეგიტიმურ პრეზიდენტად სალომე ზურაბიშვილი რჩება იქამდე, ვიდრე ახალი არჩევნები არ ჩატარდება.
ავტორი: ირაკლი ვაჩიბერაძე