ყაველაშვილის "ინაუგურაციის" კრიტიკა და დასავლეთის მხარდაჭერა ზურაბიშვილს | საქართველო მსოფლიოს ყურადღების ცენტრში

გამოქვეყნდა:

არალეგიტიმური პრეზიდენტის ინაუგურაციას მწვავე შეფასებები მოჰყვა დემოკრატიული სამყაროდანაც, და რაც მთავარია, არავინ აღიარებს მიხეილ ყაველაშვილს ლეგიტიმაციას და კვლავაც ზურაბიშვილს მიიჩნევენ ქვეყნის პრეზიდენტად.

კორუმპირებული მარიონეტების ოსტატმა რუსმა ოლიგარქმა ბიძინა ივანიშვილმა, რომელმაც დემოკრატიის გზაზე მდგარი და ევროკავშირის ზღურბლთან მისული საქართველო, უმძიმეს პოლიტიკურ და ეკონომიკურ კრიზისში ჩააგდო და ქვეყანაში ავტორიტარული რეჟიმის დამყარება გადაწყვიტა დღეს მისი პირადი პრეზიდენტის დანიშვნას აღნიშნავს. საქართველოში შექმნილი ლეგიტიმაციის კონსტიტუციური ჩიხი მსოფლიოს ყურადღების ცენტრშია, და იმის მიუხედავად რომ ევროპასა და ამერიკაში საშობაო არდადეგები და წინასაახალწლო სამზადისია, საქართველო მაინც რჩება საერთაშორისო პარტნიორების ყურადღების ფოკუსში.

დასავლელი პოლიტიკოსები მხარდაჭერას უცხადებენ სალომე ზურაბიშვილს და მას საქართველოს ერთადერთ ლეგიტიმურ ლიდერს უწოდებენ.

ავტორი
თეა ადეიშვილი
მთავარი 21:00 II ნაწილი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი