დაბა აგარაში მეექვსე დღეა, შაქრის ქარხნის თანამშრომლების პროტესტი მიმდინარეობს. აგარაში დღეს აგრომეურნეობის, ვაჭრობისა და მრეწველობის პროფკავშირის, „ლაბორის“ წევრები ჩავიდნენ. ისინი სოლიდარობას უცხადებენ აგარის ქარხნის გაფიცულ თანამშრომლებს და ამბობენ, რომ ღირსეული შრომითი პირობებისთვის ბრძოლაში, გაფიცულების გვერდით იდგებიან.
აგარის შაქრის ქარხნის გაფიცული თანამშრომლები სამუშაო პირობების გაუმჯობესებას, კომპენსაციას და დაპირებულ პრემიას ითხოვენ. კომპანია კი მათ მხოლოდ ორ ტომარა შაქარს სთავაზობს.