აქციაზე ნაცემი მოქალაქე, „კრიპტობაზრის“ დამფუძნებელი ავთანდილ კუჭავა, რომელსაც ტელეფონიც წაართვეს, წერს რომ მისი ტელეფონიდან icloud წაშალეს და $68 000-ის კრიპტოაქტივი დაკარგა.
"მოკლედ დასრულდა ,
ჩემს მობილურზე icloud წაშალეს,
-56 000 $-ს კრიპტო აქტივი და -12 000 USDT
ჯამში -68 000 $-ში დავრჩი ამ ყველაფრის გამო.
გუშინ იყო ბოლო იმედი, რომ ეგ არ ქონდა გაკეთებული ვინც ეგ აიფონი ჩაიბარა, მაგრამ დევაისებიდანაც გაქრა აიქლაუდზე. რექოვერი არ გააკეთა როგორც მოსალოდნელი იყო საფულის.
ამიტომ ახლა ის ფული ასე ჰაერში იქნება სამუდამოდ გამოკიდებული და ვეღარასდროს ვერავის წვდომა ვეღარ ექნება 68000 $ ჰაერში გამომიკიდეს იმის გამო რო იმ სულით ღორს და ოჯახით ნაბიჭვარს 600 ლარი ეშოვნა..." წერს კუჭავა.
ავთანდილ კუჭავას საპოლიციო ძალებმა 30 ნოემბრის აქციაზე სცემეს და მობილური ტელეფონი წაართვეს, სადაც სადაც დროებითი კრიპტოსაფულე ჰქონდა, ხოლო გასაღების – 12 სიტყვის ამოწერას სახლში დაბრუნების შემდეგ აპირებდა. ვინაიდან ეს პოლიციის ქმედებების გამო ვერ მოახერხა, კრიპტოსაფულესა და შესაბამისად, აქტივებზე წვდომა დაკარგა.
კუჭავა მას ვინც ტელეფონს დაუბრუნებდა ტელეფონის ღირებულების ორმაგი ოდენობის თანხის გადახდას და კრიპტოაქტივების 30%-ს პირდებოდა.