"აზრის თავისუფლების ფონდი" - საჯარო სამსახურებიდან რეპრესიების შედეგად გათავისუფლებული მოქალაქეების დასახმარებლად ახალი ფონდი შეიქმნა. მასში 50-მდე ყოფილი საჯარო მოხელეა გაერთიანებული და ფონდის ფარგლებში, სახელმწიფო უწყებებიდან გათავისუფლებულებს სხვადასხვა მიმართულებით დახმარებას გაუწევენ. მათ შორის, შუამდგომლობას ფინანსურ ინსტიტუტებთან, სამართლებრივ და ფსიქოემოციურ დახმარებას. საჯარო სექტორიდან გათავისუფლებულებს დაეხმარებიან კერძო სექტორში დასაქმებაშიც.
მას შემდეგ, რაც "ოცნების" თვითგამოცხადებულმა ხელისუფლებამ ევროინტეგრაცია შეაჩერა, არაერთი საჯარო მოხელე ამ გადაწყვეტილებას გაემიჯნა და აზრი ღიად დააფიქსირა, რასაც მათი სამსახურებიდან გათავისუფლება მოჰყვა.
ავტორი: მარიამ ელიბაშვილი