ბელგიის მოქალაქე ვიზი დე გეტერი საქართველოში არ შემოუშვეს. როგორც მისი მეგობარი და ნიდერლანდელი ჟურნალისტი სოციალურ ქსელში წერს, დე გეტერი დღეს დილით ქუთაისის აეროპორტში ჩამოფრინდა, თუმცა ყოველგვარი ახსნა-განმარტებისა და ოფიციალური მიზეზის გარეშე უარი უთხრეს საზღვრის კვეთაზე.
ბელგიის მოქალაქე საქართველოში 3 წელია მეუღლესთან ერთად ცხოვრობს და საშობაოდ რამდენიმე დღით სამშობლოში იმყოფებოდა, დღეს კი საქართველოში ბრუნდებოდა.
როგორც "მთავარი არხის" ვებგვერდს ვიზი დე გეტერის ქართველმა მეგობარმა შეატყობინა, ბელგიის მოქალაქე რამდენიმე დღე დაკავებულიც იყო.
ის 7 დეკემბერს, რუსთაველის გამზირზე სპეცრაზმმა ტაქსიდან გადმოსვლის დროს აიყვანა, იმის მიუხედავად რომ აქციებში არ მონაწილეობდა, 3 დღის შემდეგ კი გაათავისუფლეს.