"ხარება" კლინიკაში გადაიყვანეს

გამოქვეყნდა:

"ხარება" კლინიკაში გადაიყვანეს. ინფორმაცია ტვ პირველმა გაავრცელა. გდდ-ის ხელმძღვანელს მხრის არეში მრავლობითი დაზიანებები აქვს მიყენებული. 

ექიმი ამბობს, რომ მას მყესების დაზიანება აღენიშნება.

"რამდენიმე მყესის დაზიანებაა მაღალი ხარისხის. ინფორმაცია ანამნეზის შესახებ არ მაქვს "- ამბობს "მთავარ არხთან" სატელეფონო კომენტარში "ავერსის" კლინიკის რადიოლოგი, სოფო მიქიაშვილი. 

წყაროს ინფორმაციით, "ავერსის" კლინიკაში დღეს უსაფრთხოების განსაკუთრებული ზომები იყო მიღებული. სად და რა ვითარებაში მიიღო დაზიანებები სანქცირებულმა "ხარებამ" უცნობია. ის უკვე გაწერეს კლინიკიდან. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი