ზუგდიდში, ოლიგარქის პოლიციამ, დღეს ამოქმედებული რეპრესიული კანონის ფარგლებში, აქციის მონაწილეები 2 000 ლარით დააჯარიმა

გამოქვეყნდა:

ზუგდიდში, ოლიგარქის პოლიციამ, დღეს ამოქმედებული რეპრესიული კანონის ფარგლებში, აქციის მონაწილეები დააჯარიმა.

კერძოდ, მომიტინგეები ბალაკლავის ტარების გამო, 2 000 ლარით დაჯარიმდნენ.

აქციის მონაწილეებს პროტესტის ნიშნად სახე ჰქონდათ დაფარული. ისინი აცხადებდნენ, რომ არ ცნობენ არალეგიტიმური პრეზიდენტის მიერ ხელმოწერილ კანონს. თავდაპირველად ოლიგარქის პოლიციამ მათ ბალაკლავის მოხსნა მოსთხოვა, თუმცა მოგვიანებით მომიტინგეები დააჯარიმეს.

აქციის ერთ-ერთი დაჯარიმებული მონაწილე ამბობს, რომ შესაბამისი ოქმი არ გადასცეს, თუმცა უთხრეს რომ სასამართლოში დაიბარებენ. 

*ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში 174-ე მუხლი ერთ-ერთია იმ 28 კანონპროექტს შორის, რომელსაც არალეგიტიმურმა პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა დღეს მოაწერა ხელი. ცვლილებები ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში - ითვალისწინებს აქციებზე სახის დაფარვისა და პიროტექნიკის აკრძალვას და სხვა ნორმების შეზღუდვას. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი