"დარწმუნებული ვარ ასევე, რომ სანქციებიც გაგრძელდება იმ ინდივიდების წინააღმდეგ, ვინც საქართველოში დემოკრატიას ძირს უთხრის. პრეზიდენტი ტრამპი არასოდეს ერიდებოდა სანქციების გამოყენება-დაწესებას - ვფიქრობ, როგორც კი დაბრუნდება, განაახლებს სანქციებს თეირანის რეჟიმზე. მეტიც, ვფიქრობ, რომ ის დააწესებს მეორად სანქციებსაც, იმ ქვეყნებზე, რომლებიც თეირანთან თანამშრომლობენ, რადგან ამ რეჟიმმა ღიად გამოაცხადა ომი დონალდ ტრამპის წინააღმდეგ. დარწმუნებული ვარ, ის ამას უპასუხოდ არ დატოვებს".
- განაცხადა ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარემ და რესპუბლიკელმა კონგრესმენმა, ჯო უილსონმა "რადიო თავისუფლებასთან" ინტერვიუში.