"სისწრაფის და სასმელის ბრალია" | 2 დაღუპული მოზარდი და ვითარება ნახიდურში, სადაც დაპირისპირება იყო

გამოქვეყნდა:

"სისწრაფის და სასმელის ბრალი იყო, ნასვამები იყვნენ" - ამბობს ბოლნისში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის თვითმხილველი. შემთხვევას 2 მოზარდის სიცოცხლე ემსხვერპლა. 

ავტოსაგზაო შემთხვევას კი ადგილზე დაპირისპირება მოჰყვა, რის შედეგადაც 9 ადამიანი დაშავდა, მათგან ორი მძიმე მდგომარეობაშია. ისინი კლინიკაში,  ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ რჩებიან.

სოფელ ნახიდურთან ორ არასრულწლოვანს ავტომობილი გუშინ, 30 დეკემბერს, გვიან საღამოს დაეჯახა. ერთი მოზარდი ადგილზე დაიღუპა, მეორე კი კლინიკაში მიყვანისთანავე. ადგილობრივები მძღოლის მათთვის გადაცემასა და დასჯას ითხოვდნენ. ქუჩაში გამოსულმა ადამიანებმა გადაატრიალეს ადგილზე მისული სასწრაფო დახმარების მანქანაც. შსს-მ ადგილზე საპოლიციო ძალების განსაკუთრებული მობილიზაცია გამოაცხადა.

მძღოლი დაკავებულია. შსს-ს განცხადებით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო.

 

 

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი