"დაშინებისა და რეპრესიების მაგალითია..." | საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან კიდევ ერთი თანამშრომელი გაათავისუფლეს

გამოქვეყნდა:

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან კიდევ ერთი თანამშრომელი გაათავისუფლეს. როგორც ელზა გელაძე წერს, ტელეფონით აცნობეს, რომ ხელშეკრულებას აღარ გაუგრძელებენ.

გელაძეც, ისევე როგორც ამ სააგენტოდან გათავისუფლებული სხვა თანამშრომლები, იმ პეტიციის ხელმომწერია, რომლითაც გმობდნენ საპოლიციო ძალების ძალადობას მოქალაქეების წინააღმდეგ და ითხოვდნენ კონსტიტუციის 78-ე მუხლის აღსრულებას.

"რამდენიმე საათის წინ სატელეფონო კომუნიკაციის საშუალებით დამიკავშირდნენ და მითხრეს, რომ  საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო ჩემთან ხელშეკრულებას აღარ გააგრძელებს, რის მიზეზადაც ჩემი როგორც კადრის საჭიროების არ არსებობა დასახელდა. რა თქმა უნდა ამისი არავის სჯერა, როგორც ჩანს ამოქმედდა ,,კანონი შემცირებებთან”დაკავშირებით. 
ერთ-ერთი პირველი ვიყავი ვინც მოაწერა ხელი პეტიციას რომლითაც ვგმობდით ძალადობას, ჩვენს თანამოქალაქეებზე და ვითხოვდით საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლის აღსრულებას. 
ჩემთან ერთად გაუშვეს არაერთი ადამიანი, მათ შორის ქუთაისის ოფისიდან, ვისაც ასევე ქონდა პეტიციაზე ხელი მოწერილი. ეს ყველაფერი მოხდა სრულიად გაუფრთხილებლად, ახალი წლის წინა ღამით. რა თქმა უნდა ვიბრძოლებ ბოლომდე, ჩვენი ევროპული მომავლისთვის და თუ ამის გამო უნდა ვიდევნებოდე, ესეიგი სწორი გზით მივლია აქამდეც. 
მე ხვალ გავიღვიძებ ჩემს შვილთან ერთად და მისთვის თვალებში ჩახედვის არ შემრცხვება და თქვენ, რას მოუყვებით შვილებს?? 
და ბოლოს მივმართავ ჩემს ყოფილ კოლეგებს, ის რაც დღეს მოხდა არის კლასიკური დაშინებისა და რეპრესიების მაგალითი და თუ დღეს ამას ვინმე შეეგუება შემდეგი შეიძლება თვითონ იყოს !!! 
წინ ევროპისკენ" წერს  ელზა გელაძე

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი