საპოლიციო ძალები ამ დრომდე ბოლნისის ცენტრალურ კლინიკასთან იმყოფებიან

გამოქვეყნდა:

ბოლნისში საპოლიციო ძალები ამ დრომდე რჩებიან. გდდ-ის სპეცრაზმი ამ დროისათვის ბოლნისის ცენტრალურ კლინიკასთანაა მობილიზებული.

შეგახსენებთ, გასულ ღამეს სოფელ ნახიდურში მომხდარმა ავტოსაგზაო შემთხვევამ, რომელსაც ორი მოზარდი ემსხვერპლა, დაპირისპირება გამოიწვია, რის შედეგადაც 8 ადამიანი კლინიკაში, სხვადასხვა დაზიანებებით გადაიყვანეს. დაშავებულების ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ განცხადება კლინიკაში ცოტა ხანში გაკეთდება.

ადგილობრივები მძღოლის მათთვის გადაცემასა და დასჯას ითხოვდნენ. ქუჩაში გამოსულმა ადამიანებმა გადაატრიალეს ადგილზე მისული სასწრაფო დახმარების მანქანაც. სიტუაცია იმდენად გართულდა რომ ადგილზე საპოლიციო ძალების განსაკუთრებული მობილიზება გახდა საჭირო.

21 წლის მძღოლი, რომელიც ავტომობილს მართავდა, დაკავებულია. შსს-ს განცხადებით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი