ბოლნისის ცენტრალურ კლინიკაში ამ დროისათვის ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ 2 პირი რჩება, დანარჩენები კი უკვე გაწერეს. ექიმის ინფორმაციით, გუშინ საღამოს, დაპირისპირების შემდეგ, საავადმყოფოში 10 პირი შეიყვანეს.
"შემოიყვანეს 10 პაციენტი, აქედან ორი მკურნალობს ჩვენს კლინიკაში, 8 გაწერა. მიეცათ რეკომენდაცია ამბულატორიული მკურნალობის ბინაზე.
ერთი გადაყვანილია პალატაში, ნევროლოგიის განყოფილებაში, მეორე ჯერჯერობით იმყოფება დაკვირვების დარბაზში და ცოტა ხანში, ალბათ გადავიყვანთ ინტენსიურში. მძიმე დაზიანებები აქვთ და ამიტომ რჩებიან სამკურნალოდ" - განაცხადა ოთარ ქებაძემ, ბოლნისის "ემერჯენსის" ხელმძღვანელმა.
შეგახსენებთ, გასულ ღამეს სოფელ ნახიდურში მომხდარმა ავტოსაგზაო შემთხვევამ, რომელსაც ორი მოზარდი ემსხვერპლა, დაპირისპირება გამოიწვია, რის შედეგადაც დაშავებულები საავადმყოფოში გადაიყვანეს.