"ჩვენ საახალწლო სოფელს უამრავი ადამიანი სტუმრობს; მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ მუშაობას 14 იანვრამდე გააგრძელებს" | კალაძე

გამოქვეყნდა:

თბილისის მერიამ ორბელიანის მოედანზე მოწყობილი საახალწლო სოფლის მუშაობა 14 იანვრამდე გაახანგრძლივა. კახა კალაძის მტკიცებით, მოთხოვნა მოსახლეობისგან იყო: 

„ჩვენ განცხადება გვქონდა გაკეთებული იმასთან დაკავშირებით, რომ ჩვენი საშობაო სოფელი 7 იანვარს დაიხურებოდა, თუმცა ძალიან ბევრი წერილი შემოვიდა მის გახანგრძლივებასთან დაკავშირებით. შესაბამისად, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ საახალწლო სოფელი მუშაობას 14 იანვრამდე გააგრძელებს. 

თქვენ იცით, რომ 2017 წლიდან ჩვენ ჩამოვაყალიბეთ ეს ტრადიცია, შევქმენით ადგილი, სადაც უამრავი ადამიანი იკრიბება საახალწლო სოფლის სახით და ყოველწლიურად, ის უფრო მასშტაბური და დიდი ხდება. წელსაც განსაკუთრებით ლამაზია ჩვენი საახალწლო სოფელი, რომელსაც უამრავი ადამიანი სტუმრობს, როგორც დედაქალაქის მაცხოვრებლები, ისე რეგიონებიდან ჩამოსული სტუმრები, ტურისტები. მართლაც სასიამოვნო გარემოა. გვაქვს ძალიან დიდი ყინულის მოედანი, რომლის მასშტაბის მოედანიც არასდროს ყოფილა" თქვა თბილისის მერმა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი