ნიკო ლეკიშვილი 77 წლის ასაკში გარდაიცვალა

გამოქვეყნდა:

თბილისის ყოფილი მერი, პარლამენტის სამი მოწვევის დეპუტატი და სხვადასხვა დროს სახელმწიფო მაღალჩინოსანი ნიკო ლეკიშვილი 77 წლის ასაკში გარდაიცვალა.

ნიკო ლეკიშვილი 1990-1991 წლებში  იყო საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს წევრი და ხელი აქვს მოწერილი საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტზე 1991 წლის 9 აპრილის.

1993-1995 წლებში ნიკო ლეკიშვილს თბილისის მერის თანამდებობა ეკავა. 1995 - 1998 წლებში კი - საქართველოს პირველი სახელმწიფო მინისტრის პოსტი.

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი