ტყიბულის მერიის წინ სამსახურიდან გათავისუფლებული მეშახტეების სოლიდარობის აქცია იმართება

გამოქვეყნდა:

"დროა, ტყიბულმა თავისი სათქმელი თქვას!" - ამ წუთებში, ტყიბულის მერიის წინ სამსახურიდან გათავისუფლებული მეშახტეების სოლიდარობის აქცია იმართება.

2024 წლის დეკემბრის ბოლოს 38 მეშახტე სამსახურიდან გაათავისუფლეს. ისინი მომხდარს პოლიტიკურ დევნად აფასებენ და ამბობენ, რომ "საქნახშირის" ადმინისტრაციამ გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც დასაქმებულებმა თავისუფალი აზრის გამოხატვა გაბედეს და ქვეყნის ევროპულ კურსს მხარდაჭერა გამოუცხადეს.

სოლიდარობისთვის ტყიბულში დღეს მსახიობები და რეჟისორები ჩავიდნენ.

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი