"როგორ ბედავ დედაჩემის ამბის ასე არაადამიანურად გამოყენებას" | გარდაცვლილი ჟურნალისტის შვილი შალვა კეკელიას მონაყოლს "გამოგონილს" უწოდებს

გამოქვეყნდა:

2019 წელს სიმსივნით გარდაცვლილი ჟურნალისტის, ანა მამულაშვილთან დაკავშირებით დეკანოზ შალვა კეკელიას მიერ ქადაგებისას გაკეთებულ განცხადებას, ჟურნალისტის შვილი სიცრუეს უწოდებს.

მია გოგელაშვილი აცხადებს, რომ ანა მამულაშვილი კანის სიმსივნეს - მელანომას ებრძოდა და ტყუილია შალვა კეკელიას ნათქვამი, რომ მას სიმსივნე 2007 წელს "იმედის" ტელევიზიის დარბევის დროს თავზე მიღებული დაზიანებებისგან განუვითარდა.

შალვა კეკელიამ აღნიშნული განცხადება გააკეთა იმ ფონზე, როდესაც დეკემბერში საპროტესტო აქციების დროს საპოლიციო ძალებმა და ე.წ ტიტუშკებმა არაერთ ჟურნალისტზე იძალადეს და მძიმე დაზიანებები მიაყენეს.

"დღეს აღმოვაჩინე, რომ ეს არაადამიანი, ვითომ "მამაო" დგას და დედაჩემის ამბავს იყენებს თავის საკეთილდღეოდ. ამბობს, რომ თურმე "იმედის" დარბევის დროს, როცა დედაჩემს თავში ჩაარტყეს და უმოწყალოდ სცემეს "თურმე" სიმსივნე განუვითარდა თავში.

ამ ამბავს თავის საკეთილდღეოდ იყენებს, რათა თავისი და ქოცების ტრა*ები დაიცვას. არსებობს ვიდეო, სადაც ის დედაჩემის სახელს და გვარსაც ღიად ახსენებს და ამ გამოგონილი ისტორიით აბრმავებს თავის მრევლს.

ეს "მამაო" არის "მამა შალვა" (ბრჭყალების გარეშე უბრალოდ არ შემიძლია ამ ადამიანისთვის მამაოს წოდება) – როგორ ბედავ დედაჩემის ამბის ასე არაადამიანურად გამოყენებას, რა ნამუსით. არ გაპატიებ დედაჩემის სულის შეურაცხყოფას. კარგად დაიმახსოვრე, არ გაპატიებ.

კარგად მოგეხსენებათ, რომ ეს არაადამიანი ქოცების კაცია და ბევრი ამბავი მახსოვს ბოლოდროინდელი მისი, თუ როგორ აყენებდა ის აქციის მონაწილეებს შეურაცხყოფას.

შალვა, მე ანის შვილი ვარ და სიმართლე ვიცი, ჩემს გარდა სიმართლე კიდევ უამრავმა ადამიანმა იცის, ვისთან ერთადაც დედაჩემის ის უმძიმესი პერიოდი გავიარე და ბოლომდე ჯერ კიდევ ვერ გადავიარეთ. ჰოდა მე გაძლევ პირობას, რომ დედაჩემის სულის შეურაცხყოფას არ გაპატიებ".- წერს მია გოგელაშვილი.

 

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი