"მე ვფიქრობ, რომ ეს იყო მისი [გამიზნული გადაწყვეტილება]... საბჭოთა გადმონაშთია ეს ახალი წელი... პატრიარქს უნდა რომ ეს შეცვალოს" | მიტროპოლიტი ნიკოლოზი

გამოქვეყნდა:

ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტი ნიკოლოზ ფაჩუაშვილი აცხადებს, რომ პატრიარქმა ახალი წლის მილოცვის ვიდეოს დამონტაჟების შესახებ იცოდა.

ჟურნალისტის კითხვაზე, გაირკვა თუ არა, ვინ დაამონტაჟა ვიდეო, მიტროპოლიტი ნიკოლოზის პასუხი იყო "დიახ" ... "არ გეტყვით".

კითხვას, იცოდა თუ არა პატრიარქმა რომ ვიდეო დამონტაჟებული უნდა გასულიყო – ნიკოლოზ ფაჩუაშვილი პასუხობს "დიახ"

"47 წელია გვილოცავს როგორც პატრიარქი ახალ წელს, წელს არ მოგვილოცა, იცით რატომ? იმიტომ რომ ერთადერთი ქვეყანა ვართ, რუსეთს თუ არ ჩავთვლით, რომელიც აღნიშნავს ჯერ ახალ წელს, შემდეგ შობას. საერთოდ ახალი წელის არსად არ აღინიშნება, არაა დღესასწაული და ჩვენ ჯერჯერობით აქედან ვერ გამოვდივართ და პატრიარქს უნდა, რომ ეს შეგვიცვალოს და მოგვილოცოს შობა და არა ახალი წელი.

მე ვფიქრობ, რომ ეს იყო მისი [გამიზნული გადაწყვეტილება] , მას ვესაუბრეთ, გუშინაც ვიყავით მასთან, აბსოლუტურად ფუნქციონირებს ეს ადამიანი.

მარტო რუსეთშია ეს და ჩვენთან. საბჭოთა კავშირის გადმონაშთია ეს ახალი წელი. საბჭოთა კავშირიდან ვერ გამოვსულვართ. მარტო რუსეთი და საქართველო აღნიშნავს. მე დავდივარ მსოფლიოში და ნამდვილად მინდა გითხრათ, რომ მთავარი დღესასწაული არის შობა და არა ახალი წელი. და პატრიარქს უნდა რომ ეს შეცვალოს." - აცხადებს მიტროპოლიტი ნიკოლოზი.

პატრიარქის საახალწლო მილოცვის ვიდეოს სკანდალის შემდეგ, სამების ტაძარში, ტრადიციულ საკვირაო წირვაზე არ გამოჩენილა საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე მიტროპოლიტი შიო მუჯირი.

შეგახსენებთ, ახალი წლის ღამეს გავრცელდა პატრიარქის საახალწლო მილოცვის ვიდეო, რომელზეც გაჩნდა ეჭვი, რომ ის წინა წლების მილოცვების გამოყენებით იყო დამონტაჟებული.

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი