გალის რაიონის სოფელ საბერიოში ხანძარს 5 ბავშვი ემსხვერპლა

გამოქვეყნდა:

დროებით ოკუპირებული გალის რაიონის სოფელ საბერიოში ხანძარს 5 მცირეწლოვანი ბავშვი ემსხვერპლა.

შემთხვევა დღეს დილით მოხდა. არსებული ინფორმაციით, ბავშვების ბებიას ღუმელის ანთებისას ბენზინი ნავთში აერია, რის შედეგადაც სახლს ცეცხლი მოედო. ხის სახლი მოკლე დროში სრულად დაიწვა.

ბავშვები, რომელთაგან ყველაზე უფროსი 7 წლისაა, უმცროსი კი რამდენიმე თვის, ადგილზევე დაიღუპნენ. დაშავებული ქალი სამკურნალოდ გალის საავადმყოფოშია გადაყვანილი.

ავტორი: ემა გოგოხია

ფოტო: "აფხაზეთის საინფორმაციო - ანალიტიკური ცენტრი"

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი