შობის ღამე ქაშუეთთან - ჯგუფ "დაიტოვეში" მორიგი საპროტესტო-სადღესასწაულო ღამე უკვე დაანონსდა. 6 იანვარს, საღამოს 20 საათიდან ქალაქის რამდენიმე წერტილში შეიკრიბებიან და 20:30 საათიდან მსვლელობები ქაშუეთის მიმართულებით დაიწყება:
"დღეს, როცა რუსთაველი იქცა ჩვენს სახლად, შობის დღესასწაული ერთმანეთის გარეშე წარმოუდგენელია.
მოდით, სინათლის მდინარეებად მოვეფინოთ ქუჩებს და ერთად შევხვდეთ მაცხოვრის შობას ქაშუეთთან.
წამოიღეთ ერთჯერადი ჭიქები და სანთლები. სახლში დატოვეთ საყვირები და სასტვენები.შეკრება დაიწყება ქალაქის რამდენიმე წერტილში, 6 იანვარს, 20:00-დან:
- სამების საკათედრო ტაძარი
- წმ. მიქაელ მთავარანგელოზის ეკლესია
- საბურთალოს წმ. კვირიკე და ივლიტას სამრევლო
- ვაკის მაცხოვრის ფერიცვალების სამრევლო
- მეტეხის ღვთისმშობლის შობის ტაძარი
20:30-ზე ყველა ჯგუფი ერთდროულად დავიწყებთ მსვლელობას ქაშუეთის მიმართულებით. შობის ღამეს სწორედ აქ შევხვდებით, ერთმანეთის მხარდამხარ, ანთებული სანთლებითა და ალილოს სიმღერით."