"თავისუფალი" და "აგრარული უნივერსიტეტების" სტუდენტები საპროტესტო მსვლელობით თეატრალურ უნივერსიტეტთან მივიდნენ და იქ მყოფ თანატოლებს სოლიდარობა გამოუცხადეს.
შეგახსენებთ, თეატრალური უნივერსიტეტის სტუდენტებმა 18 დეკემბერს უნივერსიტეტის პირველი კორპუსის ფოიე პროტესტის ნიშნად დაიკავეს და მოითხოვეს, რომ უნივერსიტეტს მათთან შეთანხმებით ანდრო ჭიჭინაძის და ყველა უკანონოდ დაკავებულისა და დაზარალებულის შესახებ სოლიდარობის განცხადება გაეკეთებინა.
უნივერსიტეტმა 19 დეკემბერს განცხადება გაავრცელა, რომლითაც სოლიდარობა მხოლოდ დაზარალებულებს გამოუცხადა და მიუთითა, რომ „მხარს უჭერს დაკავებულებზე კანონით გათვალისწინებული მაქსიმალური შეღავათების გავრცელებას მათი პატიმრობიდან განთავისუფლების მიზნით. მათ შორის მსახიობებზე – ანდრო ჭიჭინაძესა და ვეფხია კასრაძეზე”.
თეატრალურის სტუდენტები ამ განცხადებას გაემიჯნნენ და სამარცხვინო უწოდეს.
ისინი უნივერსიტეტის ფოიეში პროტესტს აგრძელებენ.
[ფოტო: პუბლიკა]