უწყვეტი პროტესტის 39-ე დღესაც რუსთაველის გამზირი გადაიკეტა. პარლამენტის შენობასთან საპროტესტო აქციის მონაწილეები იკრიბებიან.
მოქალაქეები უკვე თვეზე მეტია ქვეყანაში ახალი არჩევნების ჩატარებას და აქციებზე დაკავებულების გათავისუფლებას მოითხოვენ.
რუსთაველზე მსვლელობით მივიდნენ აგრარული და თავისუფალი უნივერსიტეტის სტუდენტები, ამ წუთებში იმართება კაცების შოუს ფანების მარში.