ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა ქობულეთი-ბათუმის შემოვლით გზაზე. არსებული ინფორმაციით, ერთმანეთს რამდენიმე ავტომანქანა შეეჯახა, რის შედეგადაც 8 ადამიანია დაშავებული, მათ შორის, არასრულწლოვნებიც.
ადგილზე მობილიზებული იყო პოლიცია და სასწრაფო სამედიცინო სამსახური. დაშავებულები კლინიკაში გადაიყვანეს, არსებული ინფორმაციით, მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
შსს-მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.