თბილისში რუსული რესტორნების ქსელი შემოდის | რესტორანი ოლიგარქი ივანიშვილის სასტუმრო "თბილისი პარაგრაფში'' გაიხსნება

გამოქვეყნდა:

თბილისის ცენტრში რესტორნების რუსული ქსელის, "სიროვარნიას" ფილიალი იხსნება. ბრენდის სახელწოდება ინგლისური იქნება და არა რუსული და მას Cheesefarm ერქმევა. ინფორმაციას რუსულენოვანი საინფორმაციო სააგენტო Smart Press-ი ავრცელებს.

რესტორანი თავისუფლების მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარე 5-ვარსკვლავიან სასტუმრო "პარაგრაფ თბილისში" გაიხსნება, რომელიც ოლიგარქ ივანიშვილს ეკუთვნის. 

Smart Press-ის ცნობით, რესტორნის გახსნის შესახებ მოლაპარაკებები 2023 წელს დაიწყო და მას შემდეგ რესტორნის ინფრასტრუქტურული მოწყობა მიმდინარეობდა. რესტორნის გახსნის ოფიციალური თარიღი ჯერჯერობით უცნობია. 

თბილისი მე-6 ქალაქი გახდება დუბაის (არაბთა გაერთიანებული საამიროები), ერევნის (სომხეთი), ალმატის (ყაზახეთი), დუშანბესა (ტაჯიკეთი) და ტაშკენტის (უზბეკეთი) შემდეგ, რომელშიც Novikiv Group-ის რესტორნების ქსელის ფილიალი გამოჩნდება. Cheesefarm რუსი რესტორატორის, არკადი ნოვიკოვის ბიზნესია — ქსელი საკუთარი წარმოების ყველის კოლექციითაა ცნობილი.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი