საქართველოს გენერალური პროკურორის ყოფილი მოადგილე თანამდებობიდან წასვლასთან დაკავშირებით განმარტებას აკეთებს. როგორც მან "რადიო თავისუფლებას" განუცხადა, გადაწყვეტილება, რომ დაეტოვებინა პოსტი, დიდი ხნის ნაფიქრია და საქართველოში დღეს მიმდინარე პროცესებს არ უკავშირდება.
"არ ვიმყოფები საქართველოში. ამ საკითხზე ვფიქრობდი გარკვეული პერიოდის განმავლობაში და დეკემბერში დავტოვე გენერალური პროკურორის მოადგილის თანამდებობა. ჩემი გადაწყვეტილება არ უკავშირდება მიმდინარე მოვლენებს და ვთხოვ ყველას, თავი შეიკავონ სხვადასხვა განმარტებისგან." - განაცხადა ნათია მერებაშვილმა "რადიო თავისუფლებასთან".
ნათია მერებაშვილი ბოლო 18 წელია მუშაობს უწყებაში. ბოლო ხუთი წლის განმავლობაში ის გენერალური პროკურორის მოადგილე იყო. ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ნათია მერებაშვილმა თანამდებობის დატოვების მიზეზად რეჟიმის ანტიდემოკრატიული და რეპრესიული პოლიტიკა დაასახელა