შობის პერიოდს ადამიანები უნდა ატარებდნენ თბილად და უსაფრთხოდ, ვწუხვარ გალში მომხდარი საშინელი ამბის გამო | ბრიტანეთის ელჩი

გამოქვეყნდა:

ბრიტანეთის ელჩი საქართველოში, გარეტ უორდი მწუხარებას გამოთქვამს გალის რეგიონში დატრიალებულ ტრაგედიასთან დაკავშირებით და ვიდეომიმართვას ქართულ ენაზე ავრცელებს: 

“შობის პერიოდს ადამიანები უნდა ატარებდნენ თბილად და უსაფრთხოდ, საკუთარ ოჯახებთან ერათად. დღეს განსაკუთრებით ვწუხვარ იმ საშინელი ამბის გამო, რომელიც გალის რეგიონში მოხდა, სადაც ტრაგიკულად ხანძრის დროს დაიღუპა 5 ბავშვი.
დიდი ბრიტანეთის სახელით, მინდა გამოვხატო სამძიმარი ნათესავებსა და ახლობლების მიმართ. ამ შობას მშვიდობას და ჯანმრთელობას გისურვებთ ყველას” ამბობს ბრიტანეთის ელჩი. 

შეგახსენებთ, სოფელ საბერიოში, სახლში გაჩენილ ხანძარს 5 ბავშვის სიცოცხლე ემსხვერპლა 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი