რა ქიმიურ ნივთიერებას იყენებდა ოლიგარქის რეჟიმი საპროტესტო აქციების დასაშლელად | ექიმები აირის კაფსულების შემადგენლობის გასაჯაროებას ითხოვენ

გამოქვეყნდა:

რა ქიმიურ ნივთიერებას იყენებდა ოლიგარქის რეჟიმი საპროტესტო აქციების დასაშლელად. ექიმები აირის კაფსულების შემადგენლობის გასაჯაროებას ითხოვენ. იმის მიუხედავად, რომ აღნიშნული აირების მოქალაქეებზე ზემოქმედებიდან ერთ თვეზე მეტი გავიდა, მათ ისევ აღენიშნებათ სხვადასხვა სიმპტომები, მათ შორის თავის ტკივილი, ცრემლდენა, თავბრუსხვევა და ა.შ.

"არ უნდა ყოფილიყო გამოყენებული იქ, სადაც არიან ბავშვები, ქალები, მოხუცები და ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ არ უნდა ყოფილიყო იქ ქრონიკული დაავადების მქონე ადამიანები, მაგალითად ფილტვის, გულ-სისხლძარღვთა სისტემის. სიმპტომები, რომელიც გაჩნდა აირების შეფრქვევისას ნახევარ საათში უნდა გამქრალიყო, თუ რეკომენდებული დოზით იქნებოდა. ნახევარ საათზე მეტი ხანი სიმპტომების გაგრძელება ნიშნავს, რომ გადაჭარბებული დოზით იქნა გამოყენებული. ექიმების დაკვირვებით დოზა, რა თქმა უნდა, გადაჭარბებული იყო, რადგან ადამიანებს დღემდე აქვთ მნიშვნელოვანი სიმპტომები," - აცხადებს ექიმი მანანა ჯებაშვილი .

კლინიკების ასოციაციის დამფუძნებელი ვილი პაჭკორია პასუხს ჯანდაცვის სამინისტროსგან ითხოვს, როგორც საქართველოს მოსახლეობის ჯანმრთელობაზე პასუხისმგებელი უწყებისგან.

"საქართველოს მოსახლეობის ჯანმრთელობაზე პასუხისმგებელია ჯანდაცვის სამინისტრო, სადაა ჯანდაცვის სამინისტროს პასუხისმგებელი პირები? დღემდე რატომ არ მიეწოდა კლინიკებს დარბევების დროს გამოყენებულ ნივთიერებათა შესახებ ინფორმაცია და რატომ არ არის შესაბამისი პროტოკოლები და გაიდლაინები შედგენილი კლინიკებში. რაც უარყოფით გავლენას ახდენს დიაგნოსტიკასა და შემდგომ მკურნალობაზე," - განაცხადა ვილი პაჭკორიამ.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი